საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის გაიმართა სემინარი ფინანსური განათლების თემაზე.
ბიზნესისა და მართვის სკოლის წარდგინებით, სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის მაგისტრანტები: ქეთევან როსტიაშვილი და მარიამ თოფურია.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის სებ-ის ფუნქციების, მიმართულებებისა და საფინანსო სექტორის საქმიანობის უკეთ გაცნობა. სესიებზე განიხილეს ისეთ თემები, როგორებიცაა: ფინანსური ბაზრების სტაბილურობა, მომხმარებელთა უფლებები, ფინანსური რეზერვების მართვა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის რეგულირება და სხვა.
სტუდენტები, ასევე, გაეცნენ ქვეყანაში ძირითადი საგადახდო სისტემების მუშაობის სპეციფიკას, ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირების დეტალებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
სემინარს ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და ყოველი სესიის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე სპიკერებისთვის დაესვათ შეკითხვები.