შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2024 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები.
კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი: „სტუდენტური კეთილდღეობის გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე: საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ემპირიული კვლევა“.
2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 528 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა 493 პროექტმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა), შინაარსობრივი მსგავსების გამო კონკურსიდან მოიხსნა 2 პროექტი.
გრუნი ულოცავს ბიზნესისა და მართვის სკოლის მეცნიერთა ჯგუფს ამ წარმატებას!