სტუდენტის პროფესიული, პერსონალური განვითარება, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა გრუნის ძირითადი პრიორიტეტია.
ამ მიზნით უნივერსიტეტმა დააფუძნა სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერი, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ბიზნესსექტორი. სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერის მიზანია გრუნის სტუდენტებს ფასდაკლებით შესთავაზოს ბიზნესსექტორის სერვისები სხვადასხვა სფეროში (დასვენება, ჯანდაცვა, კულტურა, თავის მოვლა, კვება, გართობა და სხვა).
„GRUNI CARD“-ის პარტნიორების სია მუდმივად მზარდია. 10 თებერვალს გაფორმდა კიდევ ერთი თანამშრომლობის მემორანდუმი მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან “GIORGI PARRIS”-თან, რომელიც უზრუნველყოფს გრუნის სტუდენტებისთვის სამოგზაურო ტურებზე 25%-იანი ფასდაკლებას.
უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური კაპიტალის გაძლიერების, ისე ახალგაზრდების შესაძლებლობების, ხელმისაწვდომობის განვითარებისათვის.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI