სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური პერსონალის სასწავლო/სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გამოავლინა 2023-2024 სასწავლო წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი შემდეგ ნომინაციებში:
- წლის მეცნიერი - ვახტანგ ჭარაია, რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი;
- წლის ლექტორი:
ა) ბიზნესისა და მართვის სკოლა - გიგა თვაური;
ბ) მედიცინის სკოლა - ნათია ხუციშვილი;
გ) სამართლის სკოლა - სოფიო ბარნაბიშვილი;
დ) საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა - ზურაბ აზნაურაშვილი;
ე) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - მარიამ გოგიჩაიშვილი;
ვ) ბათუმის წარმომადგენლობა - გიორგი გოგიტიძე.
2025 წლის 7 თებერვალს უნივერსიტეტში გაიმართა ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის.
ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ საპატიო წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები და ფულადი პრემიები 1000-3000 ლარის ოდენობით.