ლატვიის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლატვიის სახელმწიფოს სტიპენდიები სტუდენტებს

ლატვიის სახელმწიფომ სტუდენტებისათვის გამოაცხადა სასწავლო და საზაფხულო სკოლების სტიპენდიები.

 

სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, სწავლის ხანგრძლივობა დოქტორანტებისათვის 11 თვეა, სხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის კი - 10 თვე. ყოველთვიური სტიპენდია ბაკავრიატის სტუდენტებისათვის 500 ევროა, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის - 600 ევრო, დოქტორანტებისათვის - 700 ევრო.

 

სასწავლო ხარჯებს ლატვიური მხარე ანაზღაურებს, მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს კი - სტუდენტები.

 

აპლიკაციების მიღების ვადებია: 2025 წლის 1 თებერვლიდან - 1 აპრილის ჩათვლით;

 

განცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://scholarships.viaa.gov.lv

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილი.