მონპელიეს ბიზნესის სკოლის საერთაშორისო სტიპენდია სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მონპელიეს ბიზნესის სკოლის საერთაშორისო სტიპენდია სტუდენტებისთვის

მონპელიეს ბიზნესის სკოლის ფონდმა შექმნა საერთაშორისო პრესტიჟული სტიპენდია იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ MBS ბიზნესის სკოლაში. MBS ბიზნესის სკოლას მინიჭებული აქვს სამმაგი - AACSB, AMBA და EQUIS აკრედიტაცია. ეს უმაღლესი დაწესებულება ორიენტირებულია საერთაშორისო საფუძვლებზე და ინარჩუნებს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: ეთიკა, მიმღებლობა, მრავალფეროვნება, პასუხისმგებლობა და გლობალური აქტივობები.

 

2025/2026 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა საქართველო. საერთაშორისო პრესტიჟული სტიპენდია სრულად ფარავს საბაკალავრო საფეხურის ბოლო სასწავლო წლის საფასურს, ისევე როგორც ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდია შეადგენს 20,500 ევროს. კანდიდატების შერჩევა აკადემიური და სოციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება. ფონდის მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, ისწავლოს და იცხოვროს საფრანგეთში.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის, შევსებული ფორმულარი სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად 2025 წლის 11 აპრილამდე უნდა გაიგზავნოს მეილზე s.gosselin@mbs-education.com

 

სრული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა