ფრანგული სტუდენტური ფილმის პრეზენტაცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფრანგული სტუდენტური ფილმის პრეზენტაცია გრუნიში


2024 წლის 30 იანვარს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლის სტუდენტების მიერ ფრანგულ ენაზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია.

 

ფილმი შეიქმნა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს გრანტით, რომელიც გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მოიპოვა, ფილმის გადაღება განხორციელდა მულტიმედია ცენტრის ბაზაზე და მას ხელმძღვანელობდა ცენტრის დირექტორი - თათია პაჭკორია.

 

ფრანგული სტუდენტური ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონალური დირექტორი - ლორ კასტენი, სააგენტოს საქართველოს ოფისის დირექტორი - თამარ ღარიბაშვილი, საფრანგეთის საელჩოს ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში - ქეთევან ქურციკიძე და სააგენტო „Campus France“- ის წარმომადგენელი - ნათია მსხალაძე, გრუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

ფილმის ჩვენების შემდეგ ალუმნი სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საფრანგეთში მიღებული გამოცდილება და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტსა და ფრანგ სტუმრებს ამ შესაძლებლობისათვის.

 

საპატიო სტუმრებმა ისაუბრეს საფრანგეთთან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მრავალმხრივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, რომლის შედეგები დასტურდება სტუდენტების მიერ განხორციელებული პროექტებითა და საფრანგეთში სწავლისას მიღწეული წარმატებით. აღინიშნა, რომ ამგვარი თანამშრომლობით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საქართველოში გამორჩეულია.

 

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა - ლორ კასტენმა, მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, უნივერსიტეტის რექტორს - მამუკა თავხელიძეს, გადასცა საგანგებოდ დამზადებული სამახსოვრო საჩუქარი.