გრუნის წლის გამოცემა - სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის წლის გამოცემა - სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე“

გამოიცა გრუნის სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე“, 2024 წლის ნომერი.

 

სამეცნიერო კრებულში, ძირითადად, სამართლისა და ბიზნესის მიმართულებების აქტუალური საკითხებია განხილული.

 

საინტერესოდ და ახლებურად არის წარმოჩენილი მკვლევართა მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • საქართველო - წამყვანი ღვინის ტურიზმის დესტინაცია: ძირითადი სტრატეგიები და პრაქტიკები;
  • საქართველოს შემომყვანი ტუროპერატორების პროგრამებში კულტურული ტურიზმის ელემენტის კვლევა;
  • ხელშემწყობი ეთიკა მედიაციაში განქორწინების შემთხვევებში;
  • სოციალური საბინაო ფონდის თანამედროვე გამოწვევები და მისი სამართლებრივი რეგულირება;
  • ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის მატერიალური და საპროცესო სამართლებრივი ასპექტები და სხვ.

 

ახალი კვლევები წარმოდგენილია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

 

ჟურნალის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე:

https://www.gruni.edu.ge/other_content/index/1032/1445595987