საფრანგეთის, ქალაქ ნანტის, სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები: მარიამ კაპანაძე, სოფო დადვანი და ლიკა ხუნჩუკაშვილი 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძობენ სწავლას.
სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი, ხოლო გრუნი აღიარებს საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს.
მარიამს, სოფოს და ლიკა ვულოცავთ საფრანგეთის სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტობას და კვლავაც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ!