12 ნოემბერს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა.
პირველი დღე, პირველი შეხვედრა, მეტად ამაღელვებელი და ამაღლებული იყო. პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გულთბილად დახვდნენ პირველკურსელებს.
ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა და მისმა მოადგილემ, გულო თურმანიძემ, საინტერესო სტუდენტური ცხოვრება და წარმატებული წლები უსურვეს ახალგაზრდებს, აღუთქვეს მხარდაჭერა და გამოთქვეს იმედი, რომ თითოეული მათგანისთვის გრუნი გამორჩეული და მშობლიური კერა გახდება, სადაც ცოდნასთან ერთად შეიძენენ მეგობრებს და მიიღებენ გამოცდილებას.
ცერემონიის დასასრულს, ფოიერვერკების ფონზე, საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და მოეწყო კოქტეილის ფართი!
Welcome party-ს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი “პროექტი 33“.
საზეიმო ღონისძიებას უძღვებოდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძე.