18 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პირველკურსელთა წვეულება გაიმართა.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, ეს დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო მათთვის, ვინც თავისი მომავალი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს დაუკავშირა.
საზეიმოდ მორთულ გარემოში პირველკურსელებს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დახვდნენ.
რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ სიტყვით მიმართა და გზა დაულოცა ახალგაზრდებს: „...ფეხბედნიერი იყოს თითოეული თქვენგანის შემოსვლა ალმა მატერში, ვიმედოვნებ, რომ არასოდეს დაივიწყებთ უნივერსიტეტის კედლებში გატარებულ სტუდენტობის საუკეთესო წლებსა და პედაგოგებს…“
მთელი საღამოს განმავლობაში პირველკურსელები სტუდენტობითა და თბილი მიღებით გამოწვეულ სიხარულს გამოხატავდნენ.
საღამოს ამაღელვებელი წუთი იყო კურსდამთავრებულების მიერ პირველკურსელთათვის ესტაფეტის გადაცემისა და საზეიმო ფიცის დადების ცერემონია.
საზეიმო ცერემონიაზე სტუდენტებმა: საბა ყანჩაშვილმა და ნინო გვასალიამ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს იმ მხარდაჭერისათვის, რაც მათ გრუნის პროექტებში მონაწილეობით მიიღეს.
პირველკურსელთა წვეულება ფოიერვერკითა და საზეიმო ტორის გაჭრით დასრულდა. წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ზუკა ხუციშვილი, ნუცა ბუზალაძე, კვარტეტი „ოთხი“.
უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს სწავლის დაწყებას და წარმატებას უსურვებს მათ სწავლაში.