გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი ლანა ბერიძე და 2024 წლის კურსდამთავრებული ლაურა წითელაძე პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდიის მფლობელები გახდნენ.
უნივერსიტეტმა ისინი გამოარჩია: მაღალი აკადემიური მოსწრებით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საზოგადოებრივ საქმიანობასა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილით.
წარჩინებული სტუდენტი-სტიპენდიანტები წარმატებით მონაწილეობდნენ დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრის სასწავლო-პრაქტიკულ საქმიანობასა და საუნივერსიტეტო კონკურსში.
პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდია, მხარდაჭერასთან ერთად, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვულოცავთ ლანასა და ლაურას ამ აღიარებას და ვუსურვებთ ღირსეულად ეტარებინოთ ეს წოდება.
სახელობითი სტიპენდია გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტისათვის 2023 წელს დაწესდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის პროფესორის - ირაკლი ყანდაშვილის, ინიციატივით, რითიც მან შექმნა დამატებითი მხარდაჭერის შესაძლებლობა ნიჭიერი, წარმატებული სტუდენტებისათვის.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროფესორ ირაკლი ყანდაშვილს ამ მხარდაჭერისთვის.