2024 წლის 3-10 ნოემბერს, ორგანიზაცია Cultural Interaction CY-ს მხარდაჭერით, კვიპროსში განხორციელდა საერთაშორისო პროექტი - “Social Values and Equal Participation in Sports“.
გრუნის პარტნიორი ორგანიზაცია გიდას დახმარებით, პროექტში სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - ქეთევან გაბრიჭიძე და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ნინო მერაბიშვილი და მედეა დავითიანი, მონაწილეობდნენ.
პროექტის მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სოციალური ღირებულებებისა და თანასწორი მონაწილეობის შესახებ, მიიღეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, წარადგინეს თავიანთი ქვეყანა და დაუმეგობრდნენ თანატოლებს.
ამგვარი საერთაშორისო გაცვლითი პროექტები ახალი ცოდნის გაზიარების პარალელურად ხელს უწყობს ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას მონაწილეებსა და ქვეყნებს შორის.
პროექტში გრუნის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა 45 ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან: კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი და იტალია.
პროექტი სრულად დაფინანსდა „Erasmus+” -ის მიერ.