2024 წლის 5 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა ინგლისური ენის ორთვიანი სასწავლო კურსი რეგიონის სკოლებისათვის.
პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების საუბრისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.
პირველ ონლაინმეცადინეობაზე, რომელსაც 100-მდე მოსწავლე ესწრებოდა, რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ და სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მერი ლომიამ წარადგინეს ამერიკელი ენის ექსპერტი ჯოზეფ მაგვაიარი და წარმატებული სწავლება უსურვეს ახალგაზრდებს.
ჯოზეფ მაგვაიარი გამოცდილი ენის ექსპერტია, რომელიც გრუნიში აშშ-ის საელჩოს პროგრამის - English Language Fellow Program, ფარგლებში დაინიშნა. მას აქვს საერთაშორისო სწავლების მდიდარი გამოცდილება და დიდი ენთუზიაზმი, რაც ინგლისური ენას უფრო ხელმისაწვდომსა და საინტერესო გახდის ახალგაზრდა მსმენელებისათვის.
პროგრამა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ერთგულებას საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფისა და საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობის მიმართ, რასაც გრუნი ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის გზით.