2024 წლის 18-26 ნოემბერს პოლონეთში, ქალაქ გალკოვიცე გურნეში, ჩატარდა ევროკავშირის საერთაშორისო სემინარი, რომლის მიზანი იყო ევროპის შრომის ბაზრის მდგომარეობისა და გამოწვევების შესწავლა, ანალიზი და ამ საკითხებში მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.
სემინარში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის, ასევე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები: ნინო ქობალია, ნინო გურგენაშვილი, ანა ებილაშვილი და მათე მაღალდაძე.
სემინარის პარალელურად ჩატარდა კულტურული საღამოები, ექსკურსიები, „თავისუფალი სივრცის“ ფორმატის შეხვედრები, სადაც მონაწილეები არაფორმალური განათლების შესახებ ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, სტუდენტებმა მოინახულეს Dunajec-ის სასახლე და ქალაქი ზაკოპანე.
პროექტში ქართველების გარდა ჩართული იყვნენ უკრაინის, საფრანგეთის, მოლდავეთისა და პოლონეთის ახალგაზრდები.
პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას Erasmus+ -ის პროგრამებში, რაც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიღრმავონ პროფესიული კომპეტენციები და შეიძინონ საერთაშორისო გამოცდილება.