გრუნის პროფესორმა ტალინის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორმა ტალინის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ზურაბ აზნაურაშვილი, აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის - Erasmus+-ის, ფარგლებში, 2024 წლის 18-23 ნოემბერს ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.

 

ზურაბ აზნაურაშვილმა პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები: „ასოცირების შეთანხმების როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მმართველობის რეფორმებში“ და „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების როლი ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებებსა და ეკონომიკურ ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან“.

 

ლექციებმა სტუდენტებისა და პროფესორების დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც საფუძვლად დაედო შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმების განხილვას.

 

Erasmus+-ის პერსონალის მობილობის პროგრამა ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობების გაღრმავებას.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ტალინის უნივერსიტეტთან და Erasmus+ პროგრამასთან, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და ახალი პროექტების განხორციელებას.