გრუნის სტუდენტები - საერთაშორისო სემინარზე პოლონეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები - საერთაშორისო სემინარზე პოლონეთში


2024 წლის 2-10 ნოემბერს, პოლონეთში, პარტნიორი ორგანიზაცია GYDA-ს მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო პროექტი "ინტერკულტურული საღამო", რომელშიც გრუნის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები – ქეთევან ნარსია, მარიამ ტეფნაძე და კატო ზაქარეიშვილი – მონაწილეობდნენ.

 

პროექტი განხორციელდა Erasmus+ -ის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და მისი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში რწმენისა და თავდაჯერებულობის გაძლიერება. დაგეგმილი სესიების ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ქვეყანა და კულტურა გაეცნოთ მეგობრებისთვის.

 

გრუნის სტუდენტები უკრაინის, მოლდავეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ შემოქმედებით და არაფორმალური განათლების აქტივობებში, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

 

პროექტი სრულად დაფინანსდა Erasmus+-ის მიერ და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა გრუნის სტუდენტების აქტიური ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.