2024 წლის 13 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა- ერეკლე უგრელიძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ღვინის მუზეუმში გასვლითი სასწავლო ლექცია ჩაატარა.
გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხების შესახებ სტუდენტებს ესაუბრა თბილისის ღვინის მუზეუმის გიდი ზურაბ ხვთისიაშვილი, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია გააცნო ახალგაზრდებს საქართველოში მეღვინეობის განვითარების მრავალათასწლოვანი ისტორიისა და კულტურის, ასევე, თბილისის ღვინის მუზეუმის დაარსებისა და იქ განთავსებული ექსპონატების შესახებ.
გასვლითი ლექციები სტუდენტებს ეხმარება თეორიული საკითხების პრაქტიკულად უკეთ აღქმაში.