გრუნი განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას.
პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების პროექტი, როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე პედაგოგებისათვის.
2024 წლის 19 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლების ორთვიანი სასწავლო კურსი თბილისის სკოლების მოსწავლეებისათვის, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს დელეგაცია ესწრებოდა.
სასწავლო კურსი ფოკუსირებულია სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავს გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და ლექსიკის გაუმჯობესებას.
ორთვიან კურსს უძღვება ამერიკელი სპეციალისტი, ინგლისური ენის ექსპერტი, ჯოზეფ მეგვაიერი, რომელიც აშშ-ის საელჩომ პროგრამის - „English Language Fellow”, ფარგლებში მიამაგრა უნივერსიტეტს.
პირველი მეცადინეობას, რომელსაც სხვადასხვა სკოლის 80-მდე მოსწავლე ესწრებოდა, გაცნობითი ხასიათის იყო. ინგლისური ენის ექსპერტმა მოუსმინა მოსწავლეებს, გაიგო მათი მიზნები, ინტერესი, მოლოდინი, შემდეგ კი განსახილველი თემები გააცნო მონაწილეებს.
მეცადინეობა კვირაში ორჯერ გაიმართება.
თბილისის სკოლების გარდა, რეგიონების 400-მდე მოსწავლე ჩაერთვება პრაქტიკული ინგლისურის სწავლებაში.
პროექტს ხელმძღვანელობს გრუნის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი.