გრუნი - საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე


მიმდინარე წლის 15-16 ნოემბერს გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი- ლელა გოგინავა, მონაწილეობდა ევროპაში მემკვიდრეობის ენის კოალიციის ფორუმის (FOHLC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც განიხილავდა მემკვიდრეობის ენის სწავლებაში მოსწავლეების, მშობლეების, პედაგოგებისა და სხვა პარტნიორების მოტივაციის გაძლიერების საკითხებს.

 

ლელა გოგინავამ წარადგინა მოხსენება: „რატომ არის სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის ენის სწავლების პროცესში: საქართველოს მაგალითი“ და საინტერესო მოსაზრებები შესთავაზა კონფერენციის მონაწილეებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერისტეტის წამყვანი მეცნიერები და პრაქტიკოსები.

 

აღნიშნული ფორუმის მიერ ორგანიზებული კონფერენცია რიგით მეორეა, რომელშიც მონაწილეობდა ლელა გოგინავა.