2024 წლის 11 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაციის - Global Citizen Education Group-ის, აღმასრულებელ დირექტორს, ჯარედ იოს.
ვიზიტი მემორანდუმის (MOU) საფუძველზე დაწყებული წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებაა, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დუბაიში გაფორმდა და რომლის ფარგლებშიც გრუნიში განხორციელდა პროექტი -„ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამა “(IYCLP). 9-კვირიანი ონლაინპროგრამა გრუნის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს თანამედროვე ლიდერებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში დაეხმარა.
საქმიან შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ თავხელიძე და სტრატეგიული განვითარების და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მერი ლომია. მხარეებმა განიხილეს IYCLP-ის გაფართოების საკითხები, გრუნის სტუდენტებისთვის მსგავსი პროგრამების დაარსების შესაძლებლობები, საზაფხულო ბანაკების ორგანიზება და სტარტაპისა და მეწარმეობის ინიციატივების განვითარება.
შეხვედრის დასასრულს, რექტორმა საპატიო სტუმარს თანამშრომლობისთვის მადლობის წერილი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, რითაც ხაზი გაუსვა ორმხრივ წარმატებულ თანამშრომლობას.
შეხვედრის ბოლოს სტუმარმა უნივერსიტეტის კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა.