მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური რევოლუცია, ამ მიმართულებით გლობალური და ლოკალური გარემოს მუდმივი ცვლილება, უმაღლესი განათლების განუწყვეტელ ტრანსფორმაციასა და ახალი თაობის სპეციალისტის მომზადებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაკუთრებულ როლს ადასტურებს.
11 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო ონლაინვებინარი PROFFORMANCE+ (2022-2025), რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრების თანამშრომელთა ჯგუფი ესწრებოდა.
ვებინარზე განიხილეს უმაღლეს განათლებაში დიგიტალიზაციის ძირითადი ტენდენციები, გრძელვადიან პერსპექტივაში AI-ს სარგებლობის გამოწვევები და სხვა საკითხები, მთავარი აქცენტი T&L-ის ხარისხის გაუმჯობესებას: დიგიტალიზაციას, ინტერნაციონალიზაციასა და მდგრადობას დაეთმო.
ვებინარს უძღვებოდნენ ჩეხეთის უმაღლესი განათლების დისტანციური განათლების ეროვნული ცენტრისა და ჩეხეთის უმაღლესი განათლების ანალიტიკური და კონცეპტუალური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ავსტრიის MCI აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ჩეხეთის, უნგრეთისა და ავსტრიის უნივერსიტეტის პროფესორები.
ვებინარი მიზნად ისახავს, გააგრძელოს ხელმძღვანელობა და მხარდამჭერი მისია უმაღლესი განათლების აქტორებისთვის ყველა შესაბამის დონეზე (EU, EHEA, ეროვნული, HEI).