ნიკორა ტრეიდი - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნიკორა ტრეიდი - გრუნის პარტნიორი


2 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ნიკორა ტრეიდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი სტუდენტთა დასაქმებასა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კომპანიას ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

 

ნიკორა ტრეიდი 2250 ლარით დააფინანსებს კომპანიაში დასაქმებული ყველა სტუდენტის სწავლას და მოქნილ სამუშაო გრაფიკს შესთავაზებს თითოეულ მათგანს.

 

ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაზღვრეს პრიორიტეტები.

 

უნივერსიტეტი კვლავაც გააგრძელებს სტუდენტების კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას და მრავალფეროვანი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას შესთავაზებს ახალგაზრდებს.

 

მემორანდუმი გაფორმდა გრუნის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით.