გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, უკვე მესამე წელია წარმატებით თანამშრომლობს ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან პროგრამის - „Paths to Publication “, ფარგლებში.
2024 წლის 12 სექტემბერს კვლევითი სემინარები განახლდა პროფესორ ბევერლი ირბის ლექციით, რომელსაც გრუნის 50-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ტეხას ა&მ-ის რეგენტმა, პროფესორმა, განათლებისა და კვლევის სკოლის უფროსმა ასოცირებულმა დეკანმა, დოქტორმა ირბიმ მსმენელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, თუ რას წარმოადგენს თეორია, კონცეფცია და მოდელი და როგორ გამოიყენება ისინი აკადემიურ კვლევებში.
ვებინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 26 სექტემბერს.
ონლაინსწავლება - „Paths to Publication”, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულების მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.
რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, მადლობა გადაუხადა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.