გრუნის პროფესორი-ნინო ცხოვრებაშვილი, პარიზის კოლოკვიუმისა და სენატის გალა ვახშამზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი-ნინო ცხოვრებაშვილი, პარიზის კოლოკვიუმისა და სენატის გალა ვახშამზე


მიმდინარე წლის 5-6 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, მეორედ მონაწილეობდა პარიზში გამართულ ციფრული მარკეტინგის კოლოკვიუმში. ღონისძიება ორგანიზებული იყო Paris I Panthéon-Sorbonne უნივერსიტეტისა და ESSCA-ს მენეჯმენტის სკოლის მიერ.

 

ყოველწლიური კოლოკვიუმის აქტიური მონაწილე და მხარდამჭერია საფრანგეთის მარკეტინგის ასოციაცია (AFM). კოლოკვიუმი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, შესწავლილ იქნეს ინტერნეტის მომხმარებელთა ქცევითი თავისებურებები და, მეორე მხრივ, მონაწილეები გაეცნონ კომპანიების ახალ სტრატეგიას ციფრულ მარკეტინგში.

 

 წლევანდელ კოლოკვიუმზე განხილული საკითხები მრავალფეროვანი იყო:

  • მეტავერსი;
  • მანქანათმცოდნეობა და მარკეტინგი;
  • დიდი მონაცემები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მარკეტინგში;
  • სოციალური ქსელები;
  • ბლოკჩეინი;
  • ინტერნეტმომხმარებლის ქცევის თავისებურებები;
  • ინტერნეტში ელექტრონული შუამავლობის ახალი ფორმები (ინტელექტუალური აგენტები, ჩატბოტები და ა.შ.) ;
  • ადამიანი-მანქანის ინტერფეისი ელექტრონულ კომერციაში;
  • ბაზრის კვლევები;
  • ინტერნეტი, ვებდიზაინი და ციფრული მარკეტინგი;

 

აღსანიშნავია, რომ კოლოკვიუმის ორგანიზატორების: ჟან ლომუენისა ( სორბონის მენეჯმენტის სადოქტორო სკოლის დირექტორი) და გრეგორი გარუანას (კოლოქვიუმის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი) დიდი მონდომებით, საზეიმო ვახშამი გაიმართა საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში. გრუნის პროფესორს კოლოკვიუმის სხვა მონაწილეებთან ერთად საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა საფრანგეთის სენატის დიდი ისტორიის მქონე შენობა და გაცნობოდა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს. კოლოკვიუმის დასასრულს მონაწილეებმა იმსჯელეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რაც საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობის მეტ პერსპექტივას გულისხმობს.