გრუნის სტუდენტები კლერმონ ოვერნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები კლერმონ ოვერნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან

2024-2025 სასწავლო წელს გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები - ქეთევან ფხალაძე და ელენე ლაცუზბაია, საფრანგეთში, კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე გააგრძელებენ სწავლას.

 

სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს გადაეცემათ საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომი, ხოლო მშობლიური უნივერსიტეტი აღიარებს მათ კრედიტებს.

 

ქეთევანსა და ელენეს ვულოცავთ საფრანგეთში სასწავლო წლის გაგრძელებას და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას!