ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ადვოკატი და მედიატორი - ირაკლი ყანდაშვილი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს. გამოცხადებული ნდობისა და ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის უნივერსიტეტის პროფესორი ევროპელ კოლეგებს მადლობას უხდის.

 

 ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრობა საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას წარმოადგენს.

 

„აღნიშნული სიახლე საერთაშორისო კავშირების განვითარებას, ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებასა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს. ადვოკატის როლი კი უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების სისტემაში“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

 

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას.