გრუნის პროფესორის-ირაკლი ყანდაშვილის, სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორის-ირაკლი ყანდაშვილის, სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის, ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო - „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა და როგორც სასწავლო სახელმძღვანელო, ფართოდ გამოიყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა.

 

აზერბაიჯანულ ენაზე სახელმძღვანელოს გამოცემის ინიციატივა ეკუთვნის აზერბაიჯანის მედიატორთა პროფესიულ გაერთიანებასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს.

 

სახელმძღვანელოს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს აკადემიაში, მისი პრეზენტაცია, ასევე, გათვალისწინებულია აზერბაიჯანის სხვადასხვა ინსტიტუციაში.

 

აზერბაიჯანული მხარის მიერ სახელმძღვანელოს თარგმნა მიზნად ისახავს მის საუნივერსიტეტო სწავლებაში ინტეგრირებას, ასევე, აზერბაიჯანელ მედიატორთა მოსამზადებლად მის ფართოდ გამოყენებას.