გრუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტი -სოფო გულიაშვილი, ახალი სასწავლო წლიდან სწავლას საფრანგეთში, სიანს პო რენის უნივერსიტეტში, განაგრძობს.
ფრანგულმა უნივერსიტეტმა მას, როგორც უცხოელ სტუდენტს, ინტერვიუ ჩამოართვა, რომელიც სიანს პო რენის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გთავაზობთ ინტერვიუს:
- მე ვარ სოფო გულიაშვილი, 23 წლის, ვცხოვრობ თბილისში, საქართველოში და ვსწავლობ სამართალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
- როგორ გაიგეთ Sciences Po Rennes-ის შესახებ?
- ჩემმა უნივერსიტეტმა გამაცნო Sciences Po Rennes-ი და აქ სწავლის შესაძლებლობა. ამის შემდგომ დავიწყე ფრანგული უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და აღმოვაჩინე, რომ პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით Sciences Po Rennes არის წამყვანი სასწავლო დაწესებულება მთელ ევროპაში.
- რა კარიერულ გზას განიხილავთ?
- სამართლის სფეროსადმი ჩემი ინტერესი და ღრმა ერთგულება მაფიქრებინებს, რომ ჩემი მომავალი კარიერა სწორედ ამ სფეროს დაუკავშირდება. ვისურვებდი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ხოლო ამ კუთხით, საფრანგეთი და გერმანია ძალიან მიზიდავს.
- როგორ მოგწონთ ცხოვრება რენში?
- სულ რამდენიმე დღეა, რაც რენში ჩამოვედი. აქ ცხოვრება ძალიან მშვიდი ჩანს. სემესტრი ახლახან დაიწყო, მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ მელოდება ძალიან საინტერესო ლექციები, შეხვედრები და ლამაზი ადგილების მონახულება.