ჩემი ფრანგული თავგადასავალი გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჩემი ფრანგული თავგადასავალი გრძელდება

კიდევ ერთი ახალი შანსი და გამოცდილება, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მომცა და რის გამოც უდიდეს მადლობას ვუხდი საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს.

 

მიხარია, რომ ჩემი ფრანგული თავგადასავალი გრძელდება. ყველაფერი კი პირველი კურსიდან, ფრანგულ იორგანიზაცია AUF-თან მეგობრობით დაიწყო. უცხო ენის საფუძვლიანად შესწავლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრანგულის ენის ლექტორმა თამარ გაგოშიძემ - თავიდანვე აქტიურად ვმონაწილეობდი ყველა ფრანგულენოვან საგანმანათლებლო პროექტში.

 

ერთი კვირაა, რაც "სიანს პო რენში" ვიმყოფები. მე და ჩემს მეგობრებს ახალი გამოწვევები გველის. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი უნივერსიტეტისა და ლექტორების იმედებს აუცილებლად გავამართლებ და ჩემი ევროპული განათლებით კვლავ საქართველოში დავბრუნდები!

 

 

სალომე ონეზაშვილი

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის

მეორე კურსის სტუდენტი