გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გაეროს “განათლების პასუხისმგებლიანი მენეჯმეტის პრინციპების“ ხელმომწერი ინსტიტუტების წევრი გახდა.
ლიბრა ალიანსის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელი, პროფესორი მეჰდი მაჯიდი, მონაწილეობდა ჩიკაგოში გამართული კონფერენციის - „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის ცნობიერება“, მუშაობაში, სადაც მიენიჭა საუკეთესო მკვლევრის სტატუსი.
კონფერენციის ფარგლებში, პროფესორი მაჯიდი შეხვდა გაეროს განათლების მენეჯმენტის პასუხისმგებლიანი პრინციპების ხელმომწერი ინსტიტუტების (PRME) დირექტორებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს გრუნის ოფიციალური წევრობა.
UN PRME -ის წევრობით უნივერსიტეტი ერთგულებას უცხადებს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების 7 პრინციპს, რათა ხელი შეუწყოს საუკეთესი სამყაროს შექმნას.
უნივერსიტეტი ულოცავს საერთაშორისო აღიარებას და მადლობას უხდის პროფესორ მეჰდი მაჯიდის გაწეული შრომისთვის.