ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტი - ბექა შაინიძე, ევროპის ჩემპიონია საბრძოლო ხელოვნებაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტი - ბექა შაინიძე, ევროპის ჩემპიონია საბრძოლო ხელოვნებაში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - ბექა შაინიძე, ევროპის ჩემპიონია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში.

 

სერბეთში, ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე საბრძოლო ხელოვნებაში, ქართველმა მებრძოლმა წარმატებით იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ ბრძოლაში მან იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

 

უნივერსიტეტი უერთდება ამ დიდ სიხარულს. ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ულოცავენ ბექა შაინიძეს გამარჯვებას, კვლავაც არაერთხელ ესახელებინოს მშობლიური უნივერსიტეტი და თავისი ქვეყანა.

 

დაჯილდოების ცერემონიალი იხილეთ ბმულზე:

https://www.facebook.com/geommaofficial/videos/471759585187478/