2024 წლის 28 ივნისიდან 7 ივლისამდე Teen Academy-ის გამარჯვებული მოსწავლეები რუმინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ სემინარებში მონაწილეობდნენ.
პროექტი განხორციელდა გრუნის პარტნიორი ასოციაციის - „ქართველი ახალგაზრდების ევროპისთვის“, მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო და ადგილობრივ თემში აქტიურობას.
ანანო კვეზერელი, ლიზი კვირკვეიშვილი, სოფო თუმანოვი, თათა მაისურაშვილი, ლიზა ჩიტაია, კეტრინ ივანოვი, სონა ტონაკანიან და თინათინ მარცვალაძე 11 დღის განმალობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სემინარის დაგეგმვასა და მომზადებაში, გამოცდილებას უზიარებდნენ უცხოელ ახალგაზრდებს და ასევე, წარმოაჩენდნენ თავისი ქვეყნის კულტურას.
პროექტში ჩრთული იყო 40 ახალგაზრდა, საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და რუმინეთიდან.
პროექტი დაფინანსდა ევროკომისიის მიერ.