2024 წლის 20 ივნისს ამერიკის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ ოფიციალურად დაასრულა მენტორობის პროგრამის მეხუთე ნაკადი და შემდეგი კოჰორტი გახსნილად გამოაცხადა. ცერემონიას, რომელიც ვირტუალურად გაიმართა, ესწრებოდნენ პროგრამის მენტორები, მონაწილე სტუდენტები და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
მენტორობის პროგრამის მეხუთე ნაკადისათვის, კონკურსის წესით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 12 სტუდენტი შეირჩა, როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობიდან, ისინი მენტორებთან ერთი სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ.
პროგრამა გულისხმობს მენტორის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტის, თანამშრომლობას მისივე სპეციალობის სტუდენტთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციის გაწევას, დახმარებას პროფესიულ დაოსტატებაში, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მომავალი კარიერისათვის უკეთ მომზადებაში.
პროგრამის გახსნის საზეიმო ცერემონიაში გრუნის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე ჩაერთო, რომელმაც მადლობა გადაუხადა ეპაგს საინტერესო პროექტებისა და უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, სტუდენტებს კი შემდგომი წარმატება უსურვა.