პროფესიული განვითარების ტრენინგი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული განვითარების ტრენინგი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გრძელდება პერსონალის პროფესიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი.

 

2024 წლის 26 აპრილს გაიმართა რიგით მეხუთე ტრენინგი თემაზე: სტრესის მართვა, დროის მართვა.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ: ნათია ბადრიშვილი (ასოცირებული პროფესორი; კლინიკური ფსიქოლოგიის და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი) და მაკა კიკილაშვილი (ბიზნესისა და მართვის სკოლის მოწვეული პერსონალი).

 

ნათია ბადრიშვილმა შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გააცნო და განიხილა სტრესის არსი, სიმპტომები და გამომწვევი ფაქტორები; ორგანიზმის პასუხი სტრესზე, ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი; სტრესის გამოვლინება და სტრესის მართვის ეფექტური საშუალებები.

 

მაკა კიკილაშვილმა ისაუბრა დროის აღწერა/ანალიზის სისტემების, ციფრული და ტრადიციული მგეგმავების უპირატესობების, დროის მართვის ტექნიკის დახვეწის რესურსებისა და მეთოდების შესახებ. ტრენერმა ინტერაქტიულ ფორმატში განიხილა აკადემიურ სივრცეში დროის მართვის ეფექტური მოდელები.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი ონლაინ ფორმატით, სულ 50-მდე დოქტორანტი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.