ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი გრუნიში

2024 წლის 21 ივნისს გრუნის სტუმრად ეწვია საქართველოში იაპონიის ყოფილი ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, რომელიც ამჟამად იაპონია-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას ხელძღვანელობს.

 

ბატონი უეჰარას ვიზიტი მიზნად ისახავდა შესაძლო თანამშრომლობის საკითხების განხილვას და შეთანხმებას სამომავლო ერთობლივი გეგმების შესახებ.

 

სტუმარს მასპინძლობდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, რომელმაც საქმიან შეხვედრასთან ერთად, სტუმარს დაათვალიერებინა უნივერსიტეტის შენობა და გააცნო მისი ისტორია და ტრადიციები.