2024 წლის 17 - 19 ივნისს, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ტრენერმა, სამეცნიერო ექსპერტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - თამარ გაგოშიძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექციები: "სტუდენტური მეწარმეობა სწორი ფრაზების გამოყენებით".
ლექცია-ტრენინგები მიზნად ისახავდა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად, საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის სწორი დისკურსების, სლოგანებისა და რეკლამების შექმნის სწავლებას.
ლექციას, ძირითადად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს გადაეცემათ ფრანკოფონიის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ორგანიზაციის სერტიფიკატები.