თბილისის მერიისა და გრუნის ერთობლივი პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თბილისის მერიისა და გრუნის ერთობლივი პროექტი


2024 წლის 6-7 ივნისს თბილისში გაიხსნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, რომლის ორგანიზატორი იყო დედაქალაქის მერია, ხოლო პარტნიორი, უკვე მეორედ, - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

გახსნის ცერემონიაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე, ასევე, თანმიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვაზე.

 

ფორუმის სპიკერებს შორის იყვნენ გრუნის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის (GRUNI SDG’s) თანადამფუძნებელი, გრუნის პროფესორი, მედი მაჯიდი.