გრუნის პროფესორის ახალი სამეცნიერო სტატია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორის ახალი სამეცნიერო სტატია

2024 წელს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტმა გამოსცა სამეცნიერო კრებულის - „ტიპოლოგიური ძიებანი“, VIII წიგნი, რომელშიც დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის - მერი ლომიას, სამეცნიერო სტატია „ ემოციურ-ექსპრესიული ელემენტები ოფიციალურ ენაში“.

 

სტატიაში გაანალიზებულია სხვადასხვა ჟანრის ოფიციალური ტექსტი და მოცემულია ის თავისებურებები, მახასიათებლები და გამომსახველობითი ფორმები, რომლებსაც ოფიციალური ენა საგანგებოდ მიმართავს ემოციური, ზოგჯერ კი ინტელექტუალური, ექსპრესიის მისაღწევად.

 

„ტიპოლოგიური ძიებანი“ 1988 წლიდან გამოიცემა და მასში, ძირითადად, ლინგვისტური ტიპოლოგიის საკითხები არის განხილული.

 

სამეცნიერო სტატია