31 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ღონისძიება-კონკურსს ,,ჩემი თემა 180 წამში’’, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტების ახალგაზრდა მკვლევრები, დოქტორანტები.
კონკურსის მონაწილეებს ევალებოდათ 180 წამში ფრანგულად წარმოედგინათ თავიანთი სადისერტაციო ნაშრომის მთავარი ასპექტები.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრებმა - ელენე სვანიძემ, ნიკოლოზ შონიამ და თამარ თავხელიძემ - მეორე და მესამე საპრიზო ადგილი და დამსწრეთა სიმპათია მოიპოვეს. პირველი ადგილი წილად ხვდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს ეკატერინე კვანტალიანს.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საპატიო ჟიურიმ გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ვაუჩერები გადასცა.