ტურიზმის პროგრამის პროფესორები - საერთაშორისო კონფერენციაზე სორბონის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის პროგრამის პროფესორები - საერთაშორისო კონფერენციაზე სორბონის უნივერსიტეტში


მიმდინარე წლის 30 მაისს საფრანგეთში, პარიზის პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტში, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „რეგიონული ტრანსფორმაცია ტურიზმის განახლებითა და ტურიზმით გამოწვეული რეფორმები საქართველოს მაგალითზე“.

 

კონფერენციას ორგანიზებას უწევდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი, კავკასიის ტურიზმის სკოლა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO), საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორები: მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე, მე-3 დონის სტუდენტი - ლიზი ძიმისტარიშვილი,

 

„ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საქართველოს ტურისტული დესტინაციების მენეჯმენტზე“ - კვლევაში, რომელიც გრუნის პროფესორებმა წარადგინეს, მიმოხილულია საქართველოს ტურისტულ ადგილებზე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გავლენა და მოსალოდნელი შედეგები. აღინიშნულია, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა სრულიად შეცვალა თანამედროვე სამყარო, იგი გახდა დიდი ცვლილებების საწინდარი ბიზნესის არაერთ სფეროში, მათ შორის, ტურიზმში. დიგიტალიზაცია აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ამასთანავე, იგი არის ტურისტული დესტინაციის მდგრადი განვითარების საწინდარი.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები კრებულის სახით გამოიცემა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით.