გრუნის სტუდენტები - ტურიზმის კონფერენციის გამარჯვებულები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები - ტურიზმის კონფერენციის გამარჯვებულები


5 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია - „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების, მათ შორის, გრუნის სტუდენტები.

 

სტუდენტთა მოხსენებებს აფასებდნენ: საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი - ნინა კეკელიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსი - ანანო კეკელია და კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორი - გიორგი ბრეგაძე.

 

საკონკურსო კომისიამ საუკეთესო მოხსენებად დაასახელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდის მიერ წარმოდგენილი თემა: „კურორტ სურამის ფუნქციური გააზრება - მწვანე კონცეფციიდან ნელი ტურიზმისკენ“.

 

კვლევის მიზანი იყო კურორტ სურამის შესახებ ტურიზმის წარმომადგენელების, კერძოდ, ტუროპერატორებისა და გიდების მოსაზრებების შესწავლა, იმ საჭიროებების გამოვლენა, რაც აუცილებელია კურორტის განვითარებისთვის.

 

გრუნის გუნდს ხელმძღვანელობდა ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი - მაკა ფირანაშვილი, კორდინაციას უწევდა მდგრადი ტურიზმის სპეციალისტი - ლეილა გიორგაძე.

 

გუნდის წევრები:

  • ტურიზმის მიმართულების სტუდენტები: ლიზი ძიმისტარიშვილი, დავით ბარამაძე და ანი გელაშვილი;
  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებების სტუდენტები: ანა ურუშაძე და თინათინ ლუტიძე.

 

შეხვედრის ბოლოს კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.