მემორანდუმი ორეგონის უნივერსიტეტთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი ორეგონის უნივერსიტეტთან


2024 წლის 28 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და აკადემიური განათლების სრულყოფისა და განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ორეგონის უნივერსიტეტთან.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლასa და თანამშრომლობას კვლევებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში.

 

მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად გრუნის სტუმრობდნენ ორეგონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი სტივენ ვუტენი, აშშ-ის კულტურის ატაშე, ივენ კალი და პროგრამის კოორდინატორი, თათა თოდრია.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: გრუნის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, ვიცე-რექტორები - გიორგი მირიანაშვილი და გულიკო გალდავა. რექტორმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ეს მემორანდუმი იქნება წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი და მადლობა გადაუხადა საელჩოს წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.

 

გრუნის ორეგონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება მიულოცეს კულტურის ატაშემ, ივენ კალიმ და ორეგონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-პროვოსტმა, დენის გალვანმა.