ფულბრაიტის პროფესორის კვლევითი ტრენინგი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფულბრაიტის პროფესორის კვლევითი ტრენინგი გრუნიში


2024 წლის 27 მაისს, გრუნიში გაიმართა ტრენინგი „კვლევა გლობალური ზემოქმედებისათვის", რომელსაც უძღვებოდა დოქტორი სტივენ ვუტენი, გრუნის ფულბრაიტის პროგრამის სპეციალისტი და ასოცირებული პროფესორი ორეგონის უნივერსიტეტიდან.

 

დოქტორმა ვუტენმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს გლობალურ კვლევებში, აუდიტორიას გაუზიარა თავისი ფაკულტეტის საუკეთესო პრაქტიკა და ძირითადი რეკომენდაციები ეფექტური კვლევის ჩატარების შესახებ.

 

სემინარს ესწრებოდა დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჯგუფი სხვადასხვა აკადემიური დისციპლინიდან. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიებში და მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ სამომავლო კვლევით საქმიანობაში.

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.