პირველი ადგილი გრაფიკული დიზაინის საერთაშორისო კონკურსში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველი ადგილი გრაფიკული დიზაინის საერთაშორისო კონკურსში


2024 წლის 25 მაისს, ფრანკოფონიების საუნივერსიტეტო სააგენტომ გამოაქვეყნა აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის რეგიონში გამოცხადებული გრაფიკული დიზაინის საერთაშორისო კონკურსის “ათი მიზეზი ფრანგული ენის შესასწავლად“ შედეგები, რომლის თანახმად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტმა სალომე ონეზაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი. სალომეს გადაეცემა გამარჯვებულის სიგელი და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო.

 

ვუსურვოთ სალომეს კიდევ მრავალი წარმატება!