რენის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლამ (Sciences Po Rennes) 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის პროგრამაზე მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვებული სამი სტუდენტი - სოფო გულიაშვილი (სამართლის სკოლა), სალომე ონეზაშვილი და ქეთევან ჯოჯუა (ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა).
ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, სტუდენტებს სრულად უნაზღაურდებათ საფრანგეთის პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლის ღირებულება, მგზავრობისა და სავიზო ხარჯები და ყოველთვიურად გადაეცემათ სტიპენდია. სემესტრის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ Sciences Po Rennes - ის სერტიფიკატებს, ხოლო მიღებული კრედიტები, ხელშეკრულების თანახმად, აღიარებული იქნება მშობლიური უნივერსიტეტის მიერ.
ვუსურვებთ მათ წარმატებას!