გრუნის პროექტი “ბავშვები ბავშვებისათვის“ ბოლნისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროექტი “ბავშვები ბავშვებისათვის“ ბოლნისში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტის "ბავშვები ბავშვებისათვის" ფარგლებში, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სემინარი: “ნაადრევი ქორწინების მიზეზები და ეკონომიკურ - საგანმანათლებლო შედეგები”.

 

სემინარი ჩატარდა გრუნის ასისტენტ - პროფესორის გიგა თვაურის, კანონის უზენაესობის ცენტრის იურისტ-ანალიტიკოსის ნატი გელოვანისა და ამავე ორგანიზაციის სტაჟიორის ჩინარა კოჯაევას მიერ. სემინარის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობდნენ აბაშის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, ანანო ასათიანი და თეკლა გოთოშია.