გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გრძელდება პერსონალის პროფესიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი.
2024 წლის 29 მარტსა და 22 აპრილს გაიმართა რიგით მესამე ტრენინგი თემაზე: კვლევითი გრანტის მოძიება და კვლევის ორგანიზება, რომელსაც უძღვებოდა გოჩა ოჩიგავა - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
ტრენინგის ჩატარებას საფუძვლად დაედო პერსონალის გამოკითხვის შედეგები. მასში გათვალისწინებულ იქნა პერსონალის ინტერესები და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- საუნივერსიტეტო საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში კვლევების დაგეგმვა;
- საქართველოში პოპულარული ფონდები, ცენტრები (კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები);
- მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია და საქართველო;
- პრიორიტეტული მიდგომები კვლევის დაგეგმვის პროცესში;
- პრობლემები, რომლებიც იკვეთება საგრანტო პროექტზე მუშაობის დროს.
ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი ონლაინ ფორმატით, სულ 40-მდე დოქტორანტი, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.