2024 წლის 21 მაისს ფულბრაიტის სპეციალისტის პროგრამის პროფესორმა, სტივენ ვუტენმა პირველი სამუშაო დღე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაიწყო გრუნის საგანმანათლებლო საქმიანობის გაცნობითა და დეკანებთან შეხვედრით.
დოქტორმა ვუტენმა და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს სამართლის, მედიცინის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების დეკანებთან და სკოლების სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს გრუნის საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო პროცესის სპეციფიკა. ასევე, ამერიკის, ორეგონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები.