2024 წლის 16 მაისს გრუნის სტუმრობდა ასტანის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი კაირატ აბდრახმანოვი. სტუმრებს მასპინძლობდა გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები: ერთობლივი პროექტების, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებისა და სხვა საკითხები.
გრუნისა და საქართველოში ყაზახეთის საელჩოს შორის ახლახან მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა აღნიშნული პირველი შეხვედრა.